კალასი: ირანთან მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტები უნდა ჩაერთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეირანი უფრო სახიფათო გახდება, ვიდრე ადრე იყო
ირანთან მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტები უნდა ჩაერთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჩვენ უფრო სახიფათო ირანს მივიღებთ“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა.
„თუ მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ საკითხებს შეეხება და მოლაპარაკებების მაგიდასთან ბირთვული საკითხების ექსპერტები არ იქნებიან, მაშინ საბოლოოდ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც უფრო სუსტი იქნება, ვიდრე JCPOA იყო“, - აღნიშნა კალასმა 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მითითებით, საიდანაც აშშ 2018 წელს გავიდა.
„და (თუ) რეგიონში არსებული პრობლემები, სარაკეტო პროგრამები, მათი მხარდაჭერა მარიონეტული დაჯგუფებების მიმართ, ასევე, ევროპაში ჰიბრიდული და კიბერაქტივობები არ მოგვარდება, საბოლოოდ უფრო სახიფათო ირანს მივიღებთ“, - განაცხადა მან კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის წინ გამოსვლისას.