კალასი: ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა უკრაინული ჯარების წვრთნების მისიის მანდატის შეცვლაზე, რათა წვრთნების ჩატარება უკრაინაშიც შევძლოთ

ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა უკრაინული ჯარების წვრთნების მისიის მანდატის შეცვლაზე, რათა მისი განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე იყოს შესაძლებელი. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 9 სექტემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალასის თქმით, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის წვრთნის შესაძლებლობას განიხილავს.
„ჩვენ ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების უმსხვილესი პროვაიდერი. ასევე დავიწყეთ მუშაობა ჩვენი მისიის მანდატის შეცვლაზე, რათა წვრთნების ჩატარება უკრაინაშიც შევძლოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.
მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა უკვე გაწვრთნა დაახლოებით 80 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
„უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი ძლიერი უკრაინული არმიაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.