1764014328
უცხოეთი
კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს 26 ნოემბერს უკრაინის სამშვიდობო გეგმის განსახილველად შეკრებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ოთხშაბათს, 26 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს, რათა განიხილონ უკრაინის სამშვიდობო გეგმა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საკითხზე ინფორმირებულმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის სამშვიდობო გეგმას 26 ნოემბერს განიხილავენ.
„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას იწვევს, რათა განიხილონ უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის მომზადება და ევროკავშირის როლი ამ პროცესში“, - განუცხადა წყარომ EuroPravda-ს.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრა ვირტუალურად, ვიდეოჩართვით გაიმართება.