Loading data...
კალასი: ევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სატელიტურ მონიტორინგს განახორციელებს

რუსეთთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ ევროკავშირის სატელიტურ ცენტრს შეუძლია, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი განახორციელოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს თანამგზავრების მეშვეობით.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინისთვის ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიებზე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ეს მოიცავს ევროკავშირის სატელიტური ცენტრის გაძლიერებას, რათა მან ასევე შეძლოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მხარდაჭერა“, - განაცხადა კალასმა.

მან დასძინა, რომ ევროპულ თანამგზავრებს ასევე შეუძლია, „თვალყური ადევნოს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს  და უზრუნველყოს სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილება“.

„მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინელი სამხედროებისთვის ორი სასწავლო ცენტრის მოდერნიზაცია და მადლობას ვუხდი იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამისთვის უკვე გამოჰყვეს დაფინანსება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.