1736699323
უცხოეთი
კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნას იანვრის ბოლოს განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა განიხილონ. ამის შესახებ მან საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამგზავრებისას განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონული კონფერენცია იმართება.
აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იმართება.
„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იმ დროისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კალასმა.