Loading data...
კალასი: აბუ-დაბის მოლაპარაკებებში რუსეთს წარმოადგენს სამხედრო პერსონალი, რომელსაც არ აქვს მანდატი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, ამიტომ, ცხადია, რუსები ამას სერიოზულად არ აღიქვამენ

ის ფაქტი, რომ აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია ძირითადად სამხედრო პერსონალისგან შედგება, რომლებსაც არ აქვთ რაიმე გადაწყვეტილების მიღების მანდატი, უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიმართ რუსეთის არასერიოზულ მიდგომაზე მიუთითებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

„თუ ამ მოლაპარაკებებს [აბუ-დაბიში] დავაკვირდებით, რუსეთს წარმოადგენს სამხედრო პერსონალი, რომელსაც არ აქვს მანდატი, როგორც ასეთი, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ, ცხადია, რომ რუსები ამას სერიოზულად არ აღიქვამენ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, პირიქით, რუსები „ბომბავენ უკრაინელებს, ცდილობენ, დაბომბონ და ყინვაში დატოვონ ისინი, რათა დანებება აიძულონ“.

„ამიტომ, ჩვენ ასევე განვიხილავთ ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რომლის გაწევაც შეგვიძლია მათთვის, რადგან ზამთარი ძალიან რთულია და უკრაინელები ნამდვილად იტანჯებიან. ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ცდილობენ, ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.