კაია კალასმა ევროპარლამენტის წევრებთან პირად საუბარში იხუმრა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ევროპარლამენტის წევრებს ხუმრობით უთხრა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად, - ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კალასი ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს ერთ-ერთ კონფერენციაზე ეხუმრა. მანამდე, კი ევროპარლამენტის წევრებმა ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ გლობალური მოვლენების გამო, წლის დასაწყისი არც თუ ისე ბედნიერი აღმოჩნდა.
როგორც POLITICO წერს, ეს განცხადება გაკეთდა იმავე დროს, როცა გრენლანდიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.