Loading data...
კაია კალასის მტკიცებით, ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება

„ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ლეგიტიმურობას მოკლებულია

„ვესაუბრე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და კარაკასში ჩვენს ელჩს. ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბატონ მადუროს ლეგიტიმურობა აკლია და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის მომხრეა. ნებისმიერ ვითარებაში, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს,” – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე.

კალასის თქმით, გაერთიანებისთვის მთავარ პრიორიტეტს ვენესუელაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება წარმოადგენს.