კაია კალასი: ტრამპი მართალია, ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირი საკმარისს არ ხარჯავს თავდაცვაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს შეუძლია გამოცადოს ევროკავშირის მზადყოფნა თავდაცვისთვის 3-5 წელიწადში, ამიტომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია“, - აღნიშნა კაია კალასმა.
In turbulent times, we need to stick together.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 22, 2025
We have more than enough strength to defeat countries that are fighting against us.
Watch my speech live at the @EUDefenceAgency conference https://t.co/oA3GA0pZx1