1755626847
უცხოეთი
კაია კალასი: პუტინს არ შეიძლება ენდოთ რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა ხელახალი თავდასხმა თავიდან იქნეს აცილებული.
„უსაფრთხოების გარანტიებმა რუსეთი უნდა შეაკავოს, არ შეიძლება პუტინის ნდობა რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში. უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებით და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას. მოსკოვისთვის შემდეგი სანქციების პაკეტი მომდევნო თვისთვის უნდა იყოს მზად“, - აცხადებს კაია კალასი.