Loading data...
კაია კალასი: მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს

რუსეთის განცხადება, რომ უკრაინამ რუსეთში სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, ყურადღების გადატანის წინასწარგანზრახული მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის მტკიცება, რომ უკრაინა ავს დაესხა რუსეთში არსებულ სამთავრობო ობიექტებს, განზრახ ყურადღების გადატანაა. მოსკოვი ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების მიერ მშვიდობისკენ მიმავალი რეალური პროგრესის მიღწევას“, - აღნიშნა კალასმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ უნდა შეეგუოს აგრესორის უსაფუძვლო განცხადებებს, რომელიც ომის დაწყებიდან თავს ესხმის უკრაინის ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას.