კაია კალასი: ისრაელელი მძევლების ფოტოები „ჰამასის“ ბარბაროსობას აჩვენებს

„ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და დაასრულოს თავისი მმართველობა ღაზაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს.
მისივე თქმით, ისრაელელი მძევლების ფოტოები შემაძრწუნებელია და „ჰამასის“ ბარბაროსობას აჩვენებს.
„ისრაელელი მძევლების სურათები შემაძრწუნებელია და აჩვენებს „ჰამასის“ ბარბაროსობას. ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ. „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და დაასრულოს თავისი მმართველობა ღაზაში. ამავდროულად, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვისაც სჭირდება“, – აცხადებს კალასი.
ცნობისთვის, „ჰამასი“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს ამბობს.
The images of Israeli hostages are appalling and expose the barbarity of Hamas. All hostages must be released immediately and unconditionally.
— Kaja Kallas (@kajakallas) August 3, 2025
Hamas must disarm and end its rule in Gaza.
At the same time, large-scale humanitarian aid must be allowed to reach those in need.