კაია კალასი: ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ახლა რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ომში
„ირანი ომის ექსპორტიორია“ და და ის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა.
როგორც კალასი აცხადებს, ამჟამად ირანის რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში.
კითხვაზე, ცდილობდა თუ არა მისი აზრით ირანი ნატოს კონფლიქტში ჩართვას და ჰქონდა თუ არა ევროკავშირს სტრატეგია, რათა თავიდან აეცილებინა ჩარევა, კალასმა უპასუხა, რომ თეირანი ცდილობს „ქაოსის დათესვას რეგიონში და განურჩევლად ესხმის თავს სხვა ქვეყნებს“.
მისი თქმით, როგორც ნატოს, ასევე, ევროკავშირს აქვთ მექანიზმები, რომლებიც წევრებს საშუალებას აძლევს, გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა დახმარება სხვა წევრი ქვეყნებისგან.
„ირანი ომის ექსპორტიორია და, რეალურად, ამჟამად რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. თუმცა ირანი მარტო იბრძვის და მისი სამხედრო შესაძლებლობები განუსაზღვრელი არ არის. არავინ იცის, რას უმზადებს ირანს მომავალი. როგორც წესი, რეჟიმები შიგნიდან ინგრევა და არა გარედან.
ირანი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ირანელ ხალხს აქვს შანსი, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
ჩვენ ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად, რომ ის უფრო შორს არ წავიდეს, რადგან რეგიონს კიდევ ერთი ომი არ სჭირდება“, - განაცხადა კალასმა.