კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აბას არაღჩის შევხვდი, განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გასახსნელად
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის შეხვდა. შესაბამისი განცხადება კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
კალასის თქმით, მხარეებმა განიხილეს აშშ-ირანის ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის დიპლომატიური პერსპექტივები.
„ომამდე გავლისთვის არანაირი მოსაკრებელი, ან გადასახადი არ არსებობდა და არც ომის შემდეგ უნდა არსებობდეს. ნავიგაცია თავისუფალი და შეუფერხებელი უნდა იყოს როგორც ჰორმუზის, ისე ბაბ-ელ-მანდების სრუტეში. მე ასევე წამოვჭერი ირანში შიდა რეპრესიების საკითხი, მათ შორის სიკვდილით დასჯისა და სასიკვდილო განაჩენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა“, - დასძინა მან.
I met with Iranian Foreign Minister Araghchi on the sidelines of the UN General Assembly.
— Kaja Kallas (@kajakallas) September 22, 2026
We addressed diplomatic prospects for ending the US-Iran war and fully re-opening the Strait of Hormuz. There were no tolls or fees for passage before the war, and there should be none… pic.twitter.com/u5ZqUMWCDz