Loading data...
კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ კაცებს, რომ ზედმეტად გრძელი წვერი არ ატარონ, ხოლო ქალებს ფარანჯის ტარებას არ ურჩევს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მოდა, როდესაც ჩეჩენი კაცები ზედმეტად გრძელ წვერს ატარებენ, ხოლო ქალებს სახე აქვთ დაფარული, არაბული სტილია და ის ჩეჩნებისთვის დამახასიათებელ სტილს არ წარმოადგენს. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.

კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ კაცებს, რომ წვერი დაიმოკლონ, ხოლო ქალებს, რომ „თავზე ზეწრები არ დაიფარონ“. ასევე კადიროვმა თქვა, რომ კაცებს თავისუფლად შეუძლიათ მოკლე შარვალი ატარონ.

ზედმეტად გრძელ წვერს და დაფარულ სახეს კადიროვმა ჩეჩნეთისთვის არადამახასიათებელი სტილი უწოდა.