Loading data...
კადიროვი პუტინისგან ბრძანებას ელოდება, რათა ევროპასთან ომში ჩაერთოს

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან ბრძანებას ელოდება და ევროპასთან ომში ჩასართავად მზად არის. ინფორმაციას haqqin.az ავრცელებს.

კადიროვის თქმით, ევროპული ქვეყნები, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, მოსკოვს ნებაყოფლობით ბოდიშს მოიხდიან.

„ევროპასთან დიდ ცერემონიებს არავინ აპირებს. ყველაფერი ძალზე მალე დასრულდება და ეს იმათ სასარგებლოდ არ მოხდება, ვინც რუსეთთან ომის დაწყებას გადაწყვეტს“, - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.

ეს განცხადება კადიროვმა ვლადიმერ პუტინის სიტყვების კომენტირებისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა „თუნდაც დღეს“ მზად არის ევროპასთან ომისთვის და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპული ქვეყნები რუსეთის პროვოცირებას მოახდენენ. ასევე პუტინმა განაცხადა, რომ ძალზე მალე შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც აღარავინ დარჩება, ვისთანაც რუსეთმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი ხელს უშლის აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ცდილობს. ბრიუსელი რუსეთისთვის მიუღებელ წინადადებებს აყენებს.