1788713692
უცხოეთი
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, შემთხვევა ღამით მოხდა, რა დროსაც ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
რამდენიმე დაშავებული რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კაბო-ვერდეს განათლების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ექსკურსია ადგილობრივი სასწავლო დაწესებულების მიერ არ იყო ორგანიზებული.