Loading data...
ჯოზეფ ბორელი: როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება

არცერთ ძალას, მათ შორის არც აშშ-ს, არ შეუძლია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.

მისი თქმით, ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება.

„თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ წინ დიდი ომი გვაქვს”, – აღნიშნა ბორელმა. მან მხარი დაუჭირა აშშ-სა და საფრანგეთის მოწოდებას 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.