Loading data...
ჯორჯია მელონი: ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმები, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო, საერთაშორისო სამართალს არღვევს.

სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება“.

მან აღნიშნა, რომ „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.