Loading data...
ჯორჯია მელონი: გასული წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან 2026 წელი გაცილებით უარესი იქნება

გარდა იმისა, რომ მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის, მიყვარხართ. ჩვენ ოჯახი ვართ, მთელი წლის განმავლობაში ვიბრძვით, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიჯის სასახლის მთავრობის თანამშრომლებთან შობის დღესასწაულის მისალოც ცერემონიაზე განაცხადა.

„გასული წელი ყველა ჩვენგანისთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება. ამიტომ გირჩევთ, ამ დღესასწაულების დროს სათანადოდ დაისვენოთ, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ არაჩვეულებრივი ერისთვის პასუხების გაცემა“, - აცხადებს იტალიის პრემიერი.