Loading data...
ჯორჯია მელონი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს მასპინძლობს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს მასპინძლობს ვაჭრობის, თავდაცვისა და უკრაინის საკითხებზე.

18 მაისს რომში, იტალიის, ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს სამმხრივი ტრანსატლანტიკური მოლაპარაკებების მიზნით შეხვდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კოლეგებს ევროკავშირში თავდაცვის ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა. „ახალი დასაწყისი“ - ასე შეაფასა მან ლიდერების შეხვედრა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ევროპას „მნიშვნელოვანი მოკავშირე“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად აქვთ გარკვეული უთანხმოებები. „მეგობრებს ხშირად ემართებათ ასე, როცა საქმე ვაჭრობას ეხება“, - აღნიშნა ვენსმა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ მხარეს შორის არსებულ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორობას: „მართლაც, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 

ლიდერებმა ისარგებლეს შემთხვევით და უკრაინის საკითხსაც შეეხნენ. „ახლა მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიდეთ. ვფიქრობ, მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, ამ მხრივ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.