Loading data...
ჯო ბაიდენს ეჭვი ეპარება, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის

თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ბაიდენის განცხადებას CNN-ი ციტირებს.

არჩევნების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. 

„არ ვიცი ჩაივლის თუ არა მშვიდობით არჩევნები“, - აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე „საშიშროება არსებობს“. 

Axios-ის ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამზადებს არგუმენტების ერთობლიობას არჩევნების ბათილად ცნობისთვის, თუკი ის დამარცხდება.