Loading data...
ჯო ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობა არ შეიძლება, დემოკრატები ძალიან სწორი მიზეზის გამო არიან პანიკაში - მაიკ ჯონსონი

დემოკრატები იძულებულნი არიან, აღიარონ ობიექტური სიმართლე: წუხელ იმ სცენაზე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, რომელიც კვალიფიციურია და შეუძლია, იყოს პრეზიდენტი მომდევნო ვადით. ეს დონალდ ტრამპია“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი CNN-ის ეთერში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართულ დებატებს.

„დებატების ისტორიაში უდიდესი შეუსაბამობა ვნახეთ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ, კაპიტოლიუმზე, ყოველდღე. ახლა დემოკრატები იძულებულები არიან, ღიად თქვან ის, რაც დიდი ხანია, იცოდნენ - ჯო ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობა არ შეიძლება. ისინი ძალიან სწორი მიზეზის გამო არიან პანიკაში. სადაც ვიმყოფებით, ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხმა საკმარისი ნახა. მათ მობეზრდათ ბაიდენის პოლიტიკა და სურთ ცვლილება“, - განუცხადა ჯონსონმა Fox News-ს.

ამასთან, ჯონსონმა აღნიშნა, რომ დემოკრატებს ტრამპის წინააღმდეგ ეფექტური ალტერნატიული კანდიდატი არ ჰყავთ.

„მათ არ შეუძლიათ კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. მე ვერ ვხედავ რაიმე ჯადოსნურ გამოსავალს. არ ვფიქრობ, რომ არსებობს რომელიმე სუპერგმირი, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ისინი იმისგან, რაც მოსალოდნელია“, - აღნიშნა ჯონსონმა.