Loading data...
ჯო ბაიდენი: ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის ისრაელის ადგილზე რომ ყოფილიყო, იფიქრებდა „სხვა ალტერნატივებზე“ ირანის ნავთობის საბადოებზე „დარტყმის“ ნაცვლად.

„მე რომ მათ ადგილზე ვიყო, სხვა ალტერნატივებზე ვიფიქრებდი, ვიდრე ნავთობის საბადოებზე დარტყმაზე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კითხვაზე, თუ რა თქვა ისრაელის მთავრობამ მას შემდეგ, რაც ირანმა სამშაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.

ის დასძენს, რომ ისრაელი „არ აპირებს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება“.