Loading data...
ჯო ბაიდენი: ჰასან ნასრალას სიკვდილი სამართლიანია, მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის ძალების მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციას გამოეხმაურა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნასრალას სიკვდილი სამართლიანია, მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.

მისი თქმით, მსხვერპლთა შორის არის „ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე“.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან. 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს უბრძანა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების თავდაცვის პოზიცია კიდევ უფრო გააძლიეროს, რათა რეგიონში აგრესია შეაჩერონ და უფრო ფართო ომის რისკი შეამცირონ.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანია, დიპლომატიური გზით ღაზასა და ლიბანში მიმდინარე კონფლიქტების დეესკალაციას ხელი შეუწყოს.