ჯეფრი საქსი უკრაინის მთავრობაზე: ეს რადიკალური მთავრობაა, მას დემოკრატიასთან აშკარად არაფერი აქვს საერთო, საქმე გვაქვს კორუმპირებულ და ექსტრემისტულ დიქტატურასთან
ამერიკელი ანალიტიკოსი ჯეფრი საქსი უკრაინის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. ის კიევს ვითარების ესკალაციისა და ომში ევროპის ჩართვის მცდელობებში ადანაშაულებს.
საქსი უკრაინის ხელისუფლებას რადიკალურ მთავრობას უწოდებს და კორუმპირებულობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ უკრაინაში კორუფციის მასშტაბის შესახებ ევროპა ინფორმირებულია.
„ეს რადიკალური მთავრობაა. მას დემოკრატიასთან აშკარად არაფერი აქვს საერთო. ეს არის პატარა ჯგუფი, რომელიც ქვეყანას მართავს საგანგებო მდგომარეობის პირობებში და წარმოუდგენლად კორუმპირებულია. ამის შესახებ ყველამ იცის. ეს კარგად ჩანს იმით, რომ უკრაინელები დასავლეთ ევროპაში ფლობენ მდიდრულ ვილებს. ასევე, ჩანს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშებიდანაც და სხვა წყაროებიდანაც. ჩვენ საქმე გვაქვს კორუმპირებულ და ექსტრემისტულ დიქტატურასთან“, - მიიჩნევს საქსი.