ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრის ჯეკ ლენგისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
საქმე ეხება საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის, ჯეკ ლენგისა და მისი ქალიშვილის მჭიდრო კავშირებს ჯეფრი ეპშტეინთან. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ კულტურის ყოფილი მინისტრი 8 თებერვალს დაიბარა.
ბაროს თქმით, მასალებში არსებული ინფორმაცია უკიდურესად სერიოზულია და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.
ლენგი ყველაზე გახმაურებული ფიგურაა, რომელიც აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ უახლეს დოკუმენტებში ფიგურირებს.
ფრანგული მედიის ცნობით, ლენგის ქალიშვილის სახელი ეპშტეინის თანამფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიის დოკუმენტებში ფიგურირებს.
თავად ლენგი, რომელიც სხვადასხვა დროს კულტურისა და განათლების მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, ბრალდებებს უარყოფს.