1784721210
უცხოეთი
ჯეფრი ეფშტეინის დანაშაულების სავარაუდო თანამონაწილე გარდაცვლილი იპოვეს
ამერიკელი ბიზნესმენის, ჯეფრი ეფშტეინის დანაშაულების სავარაუდო თანამონაწილე, მოდელების შერჩევის აგენტი დანიელ სიადი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
სიადმა მანამდე დაადასტურა, რომ ეფშტეინთან მას პროფესიული კონტაქტები აკავშირებდა, მაგრამ, ასევე ამბობდა, რომ ჯეფრი ეფშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მან არ იცოდა. სიადი სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით დაბარებული არ ყოფილა.
ეფშტეინის ფაილებში დანიელ სიადის სახელი 2000-ჯერ ფიგურირებს. მოდელების შერჩევის აგენტის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავად ჯეფრი ეფშტეინი 2019 წელს ციხის კამერაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა.