Loading data...
ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტა დიპლომატიური გზით ურჩევნია

„დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტა კვლავ დიპლომატიური გზით ურჩევნია“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვენსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ამ მიზნის დიპლომატიური გზით მიღწევა, მაგრამ მის განკარგულებაში სხვა ინსტრუმენტებიცაა.

ხვალ აშშ-ის და ირანის დელეგაციები ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. ვენსის თქმით, იმედოვნებს, რომ ირანელები ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ტრამპის ამ დამოკიდებულებას სერიოზულად მოეკიდებიან.

„იმედი მაქვს, რომ ირანელები ამას სერიოზულად მოეკიდებიან ხვალინდელ მოლაპარაკებებში, რადგან ეს ნამდვილად არის ის, რასაც პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს. ირანელებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს ვმართავთ, რათა გონივრული შეთანხმების მიღწევა შევძლოთ“, - აღნიშნა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, სურს თუ არა აშშ-ს აიათოლა ალი ხამენეის გადადგომა.