1772183419
უცხოეთი
ჯეი დი ვენსის განცხადებით, არ არსებობს შანსი, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები არ ჩაერთვება ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა The Washington Post-ს განუცხადა.
ვენსმა უარყო კონფლიქტის წლების განმავლობაში გაგრძელების შესახებ მოსაზრება.
ის აზრი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის ომში, რომლის დასასრული არ ჩანს - არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ვენსმა.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით 26 თებერვალს გაიმართა.