19 მაისი 6:14
უცხოეთი
ჯეი დი ვენსი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ - „უკრაინასა და აშშ-ს საერთო მიზანი აქვთ - დაასრულონ სისხლის ღვრა“

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

როგორც ვენსმა აღნიშნა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს საერთო მიზანი აქვთ - „დაასრულონ არასაჭირო სისხლის ღვრა უკრაინაში“.

„ჩვენი ქვეყნები იზიარებენ უკრაინაში სისხლის ღვრის დასრულების მიზანს. განვიხილეთ განახლებული ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვენსმა. 

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტი რომში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჯეი დი ვენსმა და მარკო რუბიომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგები განიხილეს.