Loading data...
ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოვა - მედია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში, 7 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ გაზეთი 24.hu ორბანის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 

მანამდე კი, თეთრმა სახლმა ბუდაპეშტში ვენსის ვიზიტი დააანონსა. 

როგორც უცხოური მედია წერს, ვენსის ვიზიტი ბუდაპეშტში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ამის შემდეგ, მედიის ცნობით, ორბანი მასშტაბურ წინასაარჩევნო მიტინგს გამართავს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრელებს მოუწოდა, 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცენ მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის პარტიას „ფიდესს“.