Loading data...
ჯეი დი ვენსი: უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს.

„ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს; ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, რომ უკრაინა ნატოს უნდა შეუერთდეს“, - აცხადებს ჯეი დი ვენსი.