1775829673
უცხოეთი
ჯეი დი ვენსი: მოუთმენლად ველოდებით ირანთან მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, ის პოზიტიური იქნება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ირანელებთან მაღალი დონის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.
ვენსი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები პოზიტიური იქნება.
„მოუთმენლად ველოდებით მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, ის პოზიტიური იქნება. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, ირანელები მზად თუ არიან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისთვის, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ. ჩვენს მოტყუებას თუ შეეცდებიან, აღმოაჩენენ, რომ მოლაპარაკების გუნდი ამის არც თუ ისე მიმღებელია“, - აცხადებს ვენსი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გუნდს, რომელშიც, ასევე, შედიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, „მკაფიო მითითებები“ მისცა.