1757968925
უცხოეთი
ჯეი დი ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ, - ამის შესახებ ჯ.დ ვენსმა „ჩარლი კირკის შოუს“ წაყვანისას განაცხადა.
„როდესაც ნახავთ, რომ ვინმე ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობს, ჯოჯოხეთში წასვლა უსურვეთ, დაურეკეთ მათ დამსაქმებელს. ჩვენ არ გვჯერა პოლიტიკური ძალადობის, მაგრამ გვჯერა ღირსების და პოლიტიკური მკვლელობის აღნიშვნა ღირსეული ქცევა არ არის. ჩაერთეთ. ეს საუკეთესო გზაა ჩარლის მემკვიდრეობის პატივსაცემად“, - განაცხადა ვენსმა.
შეგახსენებთ, 31 წლის კონსერვატორი კომენტატორი 10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.