Loading data...
ჯეი დი ვენსი მინეაპოლისში მომხდარზე: მისი სიკვდილი შემიძლია ტრაგედიად მივიჩნიო და ამავდროულად ვაღიარო, რომ ეს არის მისივე შექმნილი ტრაგედია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში სამართალდამცველების მიერ 37 წლის ქალის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიკვდილი, შესაძლოა, ტრაგედიაა, მაგრამ ეს ტრაგედია თავად მან შექმნა.

„გყავთ ქალბატონი, რომელიც ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს სამართალდამცველების ოპერაციას. არავინ ამაზე არ დავობს. გყავთ ქალბატონი, რომელმაც მანქანა სამართალდამცველისკენ მოაბრუნა და დაძრა. ამაზეც არავინ დავობს. მისი სიკვდილი შემიძლია ტრაგედიად მივიჩნიო და ამავდროულად ვაღიარო, რომ ეს არის მისივე შექმნილი ტრაგედია. ეს არის ტრაგედია ულტრამემარცხენე ადამიანების, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს მთელ მოძრაობას, უგუნურ მარგინალურ ჯგუფს ჩვენი სამართალდამცველი ოფიცრების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვენსმა.