Loading data...
ჯეი დი ვენსი: ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ, არ გვაქვს ინტერესი დავრჩეთ ირანში ერთი ან ორი წლის შემდეგ, იქაურობას მალე დავტოვებთ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა „ბენის შოუს“ პოდკასტში საუბრის დროს განაცხადა, რომ ირანის ომი არის ხანმოკლე და მალე დასრულდება. როგორც ჯეი დი ვენსი აცხადებს, მათი მთავარი მიზანი ირანის, რაც შეიძლება დიდი ხნით განეიტრალებაა, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ისინი ირანიდან გამოვლენ და ყველაფერი დასტაბილურდება, მათ შორის საწვავის გაზრდილი ფასიც.

„ჩვენი სამხედრო ამოცანების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. ვფიქრობ, საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ ისინი ძალიან დიდი ხნით და ეს არის მთავარი ამოცანა. ფასები ნამდვილად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა ის დაიწევს. ეს არის დროებითი რეაქცია იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, მოკლევადიანი კონფლიქტი იქნება. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი დავრჩეთ ირანში ერთი ან ორი წლის შემდეგ, ჩვენ საქმეს ვაგვარებთ. იქაურობას მალე დავტოვებთ და საწვავის ფასებიც პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.