ჯეი დი ვენსი: ირანთან ომში არ ვართ, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, აშშ ირანთან ომს არ აწარმოებს.
„არა, ჩვენ ირანთან ომში არ ვართ. ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად. გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“, - განუცხადა ვენსმა ABC-ს.
ცნობისთვის, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია 22 ივნისის ღამეს განხორციელდა.
შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაგსეთმა განაცხადა, რომ ოპერაციამ ირანის ბირთვული ამოცანები გაანადგურა.