1770734308
უცხოეთი
ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვენსი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს.
ჯეი დი ვენსის პატივსაცემად ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაული მოეწყო.
ვენსს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.