Loading data...
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანელებს შეთანხმების დადება სურთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს და არცერთ მხარეს არ სურს სამხედრო მოქმედებების განახლება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ვფიქრობთ, რომ ირანელებს შეთანხმების დადება სურთ“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ვენსის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა, იმას რომ აშშ-სთვის მთავარი საკითხია, ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს ჰქონდეს. 

„ჩვენ გვსურს, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რაოდენობა მცირე იყოს“, - აცხადებს ვენსი.