1775648157
უცხოეთი
ჯეი დეი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას „მყიფე ზავი“ უწოდა
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას „მყიფე ზავი“ უწოდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ბუდაპეშტში გამოსვლისას ვენსმა აღნიშნა, რომ ირანის პასუხი განსხვავებული იყო.
მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა გეგმას, თუმცა სხვებმა მოიტყუეს აშშ-ის სამხედრო მიღწევებისა და ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ.
„ამიტომ ვამბობ, რომ ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ ჩვენთან ერთად დასხდნენ და იმუშაონ კარგი შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
8 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანზე იერიში 2 კვირით შეაჩეროს.