Loading data...
ჯეფ ბეზოსის რაკეტა Blue Origin სასტარტო მოედანზე აფეთქდა

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის რაკეტა, Blue Origin, კანავერალის კონცხზე, სასტარტო მოედანზე, ტესტირების დროს აფეთქდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„რაკეტის სტარტის დროს მის ძრავს ანომალია დაემართა“, - განაცხადეს კომპანიაში. ამავე ინფორმაციით, პერსონალის მხრიდან არავინ დაშავებულა.

NASA-ს ნაციონალური სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა აღნიშნა, რომ სააგენტო ყველა მხარესთან ითანამშრომლებს, რათა დაადგინოს „მისიისთვის მოკლევადიანი შედეგები და რაკეტების გაშვება აღდგეს“.

Blue Origin-ს კონტრაქტი აქვს გაფორმებული აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოსთან და მან მთვარეზე ასტრონავტების დაშვების მოდული უნდა შექმნას Artemis-ის პროგრამის ფარგლებში. თავდაპირველად ბეზოსის კომპანიას მოდული Artemis V მისიისთვის უნდა შეექმნა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რომელიც Artemis III და Artemis IV-ის მისიებისთვის კოსმოსური ხომალდი უნდა შეექმნა, გრაფიკში ვერ ეტევა.

ამის შემდეგ NASA-მ მისიაში Blue Origin-იც ჩართო, რათა Artemis III-ის მისიის განხორციელება დაჩქარდეს. კონტრაქტის ფასი 3,4 მლრდ დოლარს შეადგენს.