ჯარედ კუშნერი: მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წინსვლას მივაღწიეთ - უკრაინა და რუსეთი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლის შესახებ პრინციპულ შეთანხმებამდე მივიდნენ
„დღეს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წინსვლას მივაღწიეთ – უკრაინა და რუსეთი პრინციპულ შეთანხმებამდე მივიდნენ ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლის შესახებ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომელიც სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
მისი თქმით, ეს შეთანხმება ოჯახების გაერთიანებას, ნდობის განმტკიცებასა და მშვიდობისკენ სვლის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
კუშნერის განმარტებით, უკრაინისა და რუსეთის კვლავ ერთ მაგიდასთან დასმა და თებერვლის შემდეგ პირველი სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მან აღნიშნა, რომ დისკუსიები სერიოზული, დეტალური და გულწრფელი აღმოჩნდა.
„ორივე ქვეყანამ კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა, რათა მხარეებს შორის არსებული უთანხმოება შემცირდეს და ომის დასრულების გზა მოიძებნოს. უკრაინასა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, შევაჯერეთ წინადადებები, რომლებსაც ხვალ მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან განვიხილავთ, რის შემდეგაც პრეზიდენტ ზელენსკისთან კონსულტაციებს გავმართავთ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი. მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მზად ვართ, განვავითაროთ მიღწეული პროგრესი და ხელი შევუწყოთ უფრო ფართო, მრავალმხრივ მოლაპარაკებებს, რომლებმაც შეიძლება ხანგრძლივი მშვიდობა და სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინა უზრუნველყოს“, - განაცხადა ჯარედ კუშნერმა.
Today we achieved an important humanitarian breakthrough, with Ukraine and Russia agreeing in principle to what will be the largest prisoner exchange of the war. This will reunite families, build trust, and create momentum toward peace. Bringing Ukraine and Russia back together for the first trilateral talks since February was an important step. The discussions were serious, detailed, and frank. Both countries shared specific ideas to narrow the gaps and find a path to end the war. In close coordination with Ukraine and our European partners, we have aligned on proposals we will discuss with President Putin in Moscow tomorrow, followed by consultations with President Zelenskyy. President @realDonaldTrump is determined to end this horrible war. Significant differences remain, but we are committed to building on the progress made and advancing toward broader multilateral negotiations that can deliver lasting peace and a sovereign, secure, and prosperous Ukraine.
— Jared Kushner (@jaredkushner) November 11, 2026