Loading data...
ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ უკრაინაში ზამთრამდე ომის დასრულება გარანტირებული არ არის, თუმცა აშშ ამაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ზამთრისთვის დასრულება გარანტირებული არ არის, თუმცა ამერიკული მხარე ამ მიზნის მისაღწევად პირობების შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ კუშნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კუშნერს ჰკითხეს, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა აშშ რუსეთ-უკრაინის ომის ზამთრამდე დასრულებას.

„ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ვცდით. ვფიქრობ, თუ ამას შევძლებთ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მივაღწევთ ამას, მაგრამ მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას“, – განაცხადა კუშნერმა.