ჯანმო: ევროპაში სიცხის ტალღას 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იზრდება. ამჟამად 150 მილიონი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს. ასობით ადამიანი დაიღუპა, სკოლები დახურულია, ხოლო ენერგოსისტემები გადატვირთვის ზღვარზეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, 21 ივნისიდან დღემდე ევროპაში მაღალი ტემპერატურის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„სიცხით გამოწვეულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპაში სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ასეთი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან, რათა გაუმკლავდეს ექსტრემალური სიცხით გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებს, ფოკუსირებულია მზადყოფნაზე, პრევენციასა და ჯანდაცვის სისტემის უფრო ძლიერ რეაგირებაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის ქვეყნებს, განახორციელონ სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმები, როგორც კლიმატის ცვლილებისგან ჯანმრთელობის დაცვის უფრო ფართო დღის წესრიგის ნაწილი“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
Europe is the fastest-warming continent on Earth, heating at twice the global average. Right now 150 million people are living under extreme heat, hundreds have died, schools are shut, grids are buckling.
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) June 28, 2026
Driven by climate change and global warming, the phenomenon of the…