Loading data...
ივნისში სიცხის გამო 5 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ექსტრემალური სიცხე, რომელიც გერმანიაში ივნისში დაფიქსირდა, 5 100 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ამის შესახებ რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის კვლევები მიუთითებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ივნისის ბოლო კვირას 4 300 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საბოლოო მონაცემები არ არის და ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს. გერმანიაში ივნისში +41 გრადუსი დაფიქსირდა, რაც აბსოლუტური რეკორდი იყო წელიწადის ამ დროისთვის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ სიცხე გარდაცვალების მიზეზი არ არის. როგორც წესი, საუბარია მაღალი ტემპერატურის და ადამიანის ქრონიკული დაავადებების ერთობლიობაზე.

2026 წლის ივნისი ევროპაში ამინდზე მთელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო, საშუალო ტემპერატურამ +20,8 გრადუსი შეადგინა, რაც 3 გრადუსით მაღალია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.