Loading data...
ივნისი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში წელს ყველაზე ცხელი იყო

ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ივნისი წელს ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც კლიმატის ცვლილების ევროპული სამსახური იუწყება, 2024 წლის ივნისი გასული წლის ივნისის რეკორდს აჯობებს, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროისთვის ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა.

2023 წელს გაეროს მეტეოროლოგებმა გლობალურ დათბობას ანთროპოგენურ ცვლილებებს და ელ-ნინიოს ფენომენს უკავშირებდნენ. ელ-ნინიო არის წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების დათბობა, რაც იმ და მომდევნო წელს უფრო თბილს ხდის.

მიმდინარე წელს კლიმატის ცვლილებას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ასე, მაგალითად, ძლიერი სიცხის გამო საუდის არაბეთში ჰაჯის დროს ათასზე მეტი ადამიანი დაღუპა. ასევე ასობით ადამიანი სიცხეს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ემსხვერპლა.