Loading data...
„ივიწყებენ, რომ სწორედ პოლონური ხელიდან მოდიოდა დახმარება“ - პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის მთავრობას უმადურობაში ადანაშაულებს

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა ზბიგნევ ბოგუცკიმ უკრაინის ხელისუფლება პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოების დაბრუნების გამო გააკრიტიკა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პოლონურ ჯილდოებს აბრუნებენ და ივიწყებენ, რომ სწორედ ამ ხელებმა გაუწოდეს დახმარების ხელი და ეს დახმარება პოლონური ხელიდან მოდიოდა - პოლონეთის მთავრობისგან, ადგილობრივი თვითმმართველობებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მილიონობით პოლონელისგან“, - წერს პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი.

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა პოსტს დაურთო ამონარიდი პოეტ ლუდვიკ კროპინსკის ლექსიდან „უმადურობის შესახებ“.

P.S. „აქედან იბადება ის დაწყევლილი უმადურობა, რომ ვინც აიღო, დაივიწყა და ვინც მისცა, იმახსოვრებს. ორივეს დიდი დამსახურება ექნებოდა ღვთის წინაშე, პირველს რომ ხსომებოდა, ხოლო მეორეს დაევიწყებინა“.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა და დიპლომატებმა ჯილდოების დაბრუნება გადაწყვიტეს.