ივეტ კუპერი: დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ შეთანხმებას ხელს რუსეთის მონაწილეობის გამო არ მოაწერს
დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ შეთანხმებას ხელს რუსეთის მონაწილეობის გამო არ მოაწერს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტის 20-პუნქტიან გეგმას ღაზასთან დაკავშირებით, თუმცა დავოსში დაგეგმილ დღევანდელი ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„წინ ბევრი სამუშაოა და ჩვენ ამას დღეს ხელს არ მოვაწერთ, რადგან ეს იურიდიული დოკუმენტია, რომელიც გაცილებით ფართო საკითხებს მოიცავ. შეშფოთებულები ვართ, პუტინის მონაწილეობის გამო ისეთ საქმეში, რომელიც მშვიდობას ეხება, რადგან ჯერ კიდევ არ გვინახავს იმის ნიშნები, რომ პუტინი უკრაინაში მშვიდობის მიმართ თავის ვალდებულებებს შეასრულებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.