Loading data...
ივან კაჩანოვსკი: ზელენსკის ახლო ბიზნესპარტნიორს ტიმურ მინდიჩს ბინის ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც, მედიის ცნობით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო თავად ზელენსკის უსმენდა

კანადაში მოღვაწე პოლიტოლოგი ივან კაჩანოვსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირე ტიმურ მინდიჩის შესახებ, რომელიც უკრაინიდან გაიქცა, სოციალურ ქსელში წერს.

კაჩანოვსკის განცხადებით, მინდიჩს ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც, მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო თავად ზელენსკის უსმენდა.

„ზელენსკის ახლო ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი უკრაინიდან რამდენიმე საათით ადრე გაიქცა, სანამ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო მის სახლში ჩხრეკას ჩაატარებდა და ენერგეტიკის სექტორში მითვისების საქმის დეტალებს გაასაჯაროებდა, რომელშიც ის ეჭვმიტანილად ფიგურირებს. მას ბინის ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც, მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) თავად ზელენსკის უსმენდა“, - წერს ივან კაჩანოვსკი.